სენტ-კლერის ტბა
იერსახე
სენტ-კლერის ტბა | |
---|---|
სენტ-კლერის ტბა | |
კოორდინატები: 42°04′00″ ს. გ. 146°10′00″ ა. გ. / 42.06667° ს. გ. 146.16667° ა. გ. | |
მდებარეობა | ავსტრალია |
ფართობი | 30 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 200 მ |
გამომდინარე მდინარე | დერუენტი |
სენტ-კლერის ტბა (ინგლ. Lake St Clair) — გამდინარე ტბა კუნძულ ტასმანიაზე, მდებარეობს ცენტრალურ პლატოზე, ზღვის დონიდან 747 მ სიმაღლეზე. მყინვარული წარმოშობისაა. ფართობი 30 კმ²,[1] უდიდესი სიღრმე 200 მ[1], გაწოლილია კრეიდლ მაუნტინ-ლეიკ-სენტ-კლერის ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში, რომელიც „ტასმანიის ველური ბუნების“ ნაწილია და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სენტ-კლერის ტბასთან ვრცელდება ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახმელეთო ტურისტული მარშრუტი — ოვერლენდ ტრეკი, რომლის სამხრეთ დაბოლოება სენტ-კლერის ტბასთანაა.
ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება მდინარე დერუენტი, რომლის ესტუარზე გაშენებულია ტასმანიის ადმინისტრაციული ცენტრი — ჰობარტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სენტ-კლერის ტბა დაარქივებული 2011-08-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- სენტ-კლერის ტბის რუკა დაარქივებული 2011-04-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ინფორმაცია თევზჭერის შესახებ და ტბის რუკა (ინგლისური)